ჩვენი მიზნები
რევმატიული დაავადებების შესახებ უახლესი ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება.
მოპოვებული ინფორმაციის გავრცელება და დანერგვა ოჯახის ექიმებს, პედიატრებს და პედიატრ-რევმატოლოგებს შორის. ამ მიზნით სემინარების, კონფერენციების მოწყობა, ჟურნალების, ბროშურების, ბუკლეტების გამოცემა.
ახალგაზრდა ექიმებისთვის პედიატრიულ რევმატოლოგიაში კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების შეძენის ხელშეწყობა.
საქართველოში პედიატრიული რევმატოლოგიის განვითარებისთვის პერსპექტიული პროექტების შემუშავება და სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებში წარდგენა.
ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ასოციაციის მიზანს და არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მსოფლიოს ანალოგიურ ორგანიზაციებთან ინტეგრაციაზე ზრუნვა.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გრანტების, სპონსორების, დამფინანსებლების მოზიდვა, როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მოსახლეობის ფართო ფენების ინფორმირება, რათა ერთდროულად გატარდეს ის ღონისძიებები, რომლებიც რევმატიული დაავადებებით გამოწვეულ უნარშეზღუდვას შეამცირებს.